• weather cur horoscope

    მე და სახელმწიფო - კომუნიკაციის კრიზისი პანკისის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის

    ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018 12:41 view 3594
    მე და სახელმწიფო - კომუნიკაციის კრიზისი პანკისის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის

    გადაცემაში პანკისის ხეობის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის კრიზისზე ვსაუბრობთ.

    ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა 22 სექტემბრის შემდეგ, რაც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული „პანკისობა 2018“ ჩაშალეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ კი პროტესტის ნიშნად ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

    როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებასა და პანკისის მოსახლეობას შორის კომუნიკაციის დეფიციტი მანამდეც შესამჩნევი იყო.

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემდეგ, 7 თვის განმავლობაში ხეობის მცხოვრებლები უშედეგოდ ითხოვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და კითხვებზე პასუხის მიღებას.

    კომუნიკაციის დეფიციტი თვალსაჩინო იყო პანკისში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივების აქტიურობისას. ხელისუფლება უხუცესთა კავშირის რამდენიმე წევრის, რამდენიმე ახალგაზრდისა და საჯარო მოსამსახურეების ახმეტასა და თბილისში ჩაყვანით და დახურული შეხვედრებით შემოიფარგლა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე ესწრებოდა. მოსახლეობასთან ღია დიალოგი არც ამ შემთხვევაში მომხდარა.

    რამ გამოიწვია ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის კრიზისი? რა უნდა გაკეთდეს ორივე მხრიდან კრიზისის დასაძლევად? შეიძლება თუ არა კომუნიკაციის კრიზისი, უსამართლობის განცდა, რომელიც მძაფრია თემში, გახდეს რადიკალიზააცის ხელშემწყობი, სამოქალაქო ინტეგრაციას ხელშემშლელი ფაქტორი?

    სტუდიაში გადაცემის სტუმრები არიან:

    ლუიზა მუთოშვილი - პედაგოგი, სამოქალაქო აქტივისტი;

    რამზან გორგიშვილი - სამოქალაქო აქტივისტი;

    ლეილა აჭიშვილი - პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე;

    ხასო ხანგოშვილი - პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი;

    გიორგი გობრონიძე - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;

    გიორგი კობერიძე - სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მკვლევარი;

    ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთის გუბერნატორი;

    გადაცემას უძღვება – გელა მთივლიშვილი

    სიახლეები

    ტერორისტული საქმიანობისთვის ძებნილი ცეზარ ტოხოსაშვილი უკრაინაში დააკავეს

    ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, უკრაინაში, ქალაქ კიევში, საქართველოს მოქალაქე ცეზარ…

    სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

    პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ქუშანაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების თქმით,…

    ხელისუფლებამ პანკისში ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჩერა - უხუცესი

    პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პანკისის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]