• weather cur horoscope

    მე და სახელმწიფო - ქორეთში არსებული პრობლემები

    ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019 18:09 view 1177
    მე და სახელმწიფო - ქორეთში არსებული პრობლემები

    პანკისის ხეობის სოფელ ქორეთში, 2005 წელს, აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტების 32 ოჯახიდან ახლა 10 ოჯახიღაა დარჩენილი. მათი ნაწილიც აჭარაში დაბრუნებას ფიქრობს.

    მიზეზები, რის გამოც მათ ქორეთიდან წასვლა სურთ, ასე გამოიყურება: უმუშევრობა; სკოლამდელ და სასკოლო განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები; საზოგადოებრივი ტრანსპორტის არქონა; მოუწესრიგებელი გზა; უყურადღებობა ხელისუფლების მხრიდან.

    რა გეგმები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას ქორეთში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად? რატომ ვერ მოხერხდა ჩამოსახლებული ეკომიგრანტებისთვის სახლების დაკანონება 14 წლის განმავლობაში და როდის აპირებს ამ პრობლემის გადაწყვეტას სამინისტრო?

    სტუდიაში გადაცემის სტუმრები არიან:

    ვაჟა ნასყიდაშვილი - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

    მიშა თედორაძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;

     

    სიუჟეტში მონაწილეობენ:

    ნინო ბერიძე - ქორეთში მცხოვრები ეკომიგრანტი;

    ევგენი დიასამიძე - ეკომიგრანტი;

    რეზო მამულაძე - ეკომიგრანტი;

    ზურაბ დიასამიძე - ეკომიგრანტი;

    ალი ქავთარაშვილი - სოფელ ქორეთში მცხოვრები.

    სიახლეები

    დემოკრატიის სკოლა პანკისში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

    11 სექტემბერს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე, სოფელ დუისში, კახეთის რეგიონული განვითარების…

    ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით გერმანიის საელჩოსთან აქცია გამართეს

    პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა თბილისში, გერმანიის საელჩოსთან აქცია გამართეს ბერლინში მოკლული…

    მე შეიძლება უფრო მეტი სპეცრაზმი შემეყვანა პანკისის ხეობაში - ვახტანგ გომელაური

    „21 აპრილს მე შეიძლება უფრო მეტი სპეცდანიშნულების რაზმი შემეყვანა პანკისის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]