• weather cur horoscope

    მე და სახელმწიფო - პანკისის ხეობაში რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების მექანიზმები

    ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019 18:48 view 1811
    მე და სახელმწიფო - პანკისის ხეობაში რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების მექანიზმები

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლისთვის, სირიასა და ერაყში, ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში, საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, ბოლო წლებში სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 32 პანკისელი ემსხვერპლა.

    ცოტა ხნის წინ, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც გაანალიზებულია კვლევის შედეგები საქართველოში ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ.

    რა მდგომარეობაა დღეს პანკისის ხეობაში ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის მხრივ? რა ფაქტორტებმა შეუწყო ხელი პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების, მათ შორის სკოლის მოსწავლეების წასვლას? რამდენად მოწყვლადნი არიან ხეობაში არსებული ცალკეული ჯგუფები ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის საფრთხეების მიმართ? ახორციელებს თუ არა სახელმწიფო რაიმე პროგრამებს პანკისში ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისა და უკან დაბრუნებული მებრძოლების ინტეგრაციისთვის? რა პრობლემები აქვთ "ისლამური სახელმწიფოს" გარდაცვლილი წევრების ცოლებსა და შვილებს, რომლებიც ერაყიდან და სირიიდან პანკისში დაბრუნდნენ?

     

    სტუდიაში გადაცემის სტუმრები არიან:

    რამზან გორგიშვილი - სამოქალაქო აქტივისტი;

    მარინა გუმაშვილი - პანკისის მკვიდრი, იურისტი, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი;

    ნაზო ბორჩაშვილი - პედაგოგი, ჯოყოლოს სკოლის დირექტორი;

    ზაურ გუმაშვილი - ისტორიკოსი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი;

    სულხან ბორძიკაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი.

    სიახლეები

    იმამის მოწოდება ნარკოტიკებზე - ყველა წინ უნდა აღუდგეს ამ სენს

    „ეს მართლაც მტკივნეული პრობლემაა პანკისის ხეობაში. ვგულისხმობ ახალგაზრდობის ბევრი ნაწილის…

    მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი ჯოყოლოში და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხეობაში

    სოფელ ჯოყოლოში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა და პანკისის ხეობის სოფლებიდან…

    სისხლის აღება და პატიება ქისტური სამართლის მიხედვით

    ქისტური სამართლის მიხედვით ადამიანის მკვლელობა მძიმე დანაშაულია. „მეერის“, შურისძიების ობიექტის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]