• მე და სახელმწიფო - სპორტზე ხელმისაწვდომობა პანკისის ხეობაში

    ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019 20:28 view 2417
    მე და სახელმწიფო - სპორტზე ხელმისაწვდომობა პანკისის ხეობაში

    რა მდგომარეობაა პანკისის ხეობაში სპორტზე ხელმისაწვდომობის კუთხით? ხეობის 12 სოფლიდან არცერთში არ არის მოწყობილი სპორტული მოედანი, არადა, პანკისელი ბავშვებისა და ახალგაზრდების დიდი ნაწილი ფეხბურთითაა გატაცებული. წინა წლებში სპორტის სამინისტრომ რამდენიმე სოფელში ქუჩის ღია სავარჯიშო მოწყობილობები დაამონტაჟა. ასევე, დუისში ფუნქციონირებს ძიუდოს დარბაზი.

    ხეობის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითხოვენ, ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კი, 2018 წელს, პანკისის ხეობის 13 სოფელში სპორტულ აქტივობებზე მხოლოდ 23 ათასი ლარი დაიხარჯა.

    საქართველოს მთავრობამ გასულ წელს დაიწყო მასობრივი სპორტის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის სტრატეგიაზე მუშაობა, რომლის სამოქმედო გეგმასაც წელს დაამტკიცებენ.

    რა არის სტრატეგიის მიზანი, რა ძირითად მიმართულებებს ითვალისწინებს დოკუმენტი და რას ველით სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების შედეგად?

     

    სტუდიაში გადაცემის სტუმარია:

    ვასილ ლიპარტელიანი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი.

    გადაცემაში მონაწილეობამდე, პანკისის სათემო რადიოს ორგანიზებით, ვასილ ლიპარტელიანი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაზა მიგრიაული ქორეთში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]