პროფესიული განათლება, ბოლო წლების განმავლობაში, არაერთმა პანკისელმა ახალგაზრდამ მიიღო, თუმცა დასაქმება მათთვის დღემდე პრობლემად რჩება. ახალგაზრდები ამბობენ, რომ დამსაქმებლები უპირატესობას უმაღლესი განათლების მქონეებს ანიჭებენ.
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის გარეშე, ბიომეტრიული პასპორტით შესვლის საშუალებას მისცემს. ევროკავშირის ქვეყანაში დარჩენა 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, თუმცა ეს რეჟიმი არ შეეხება განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით განხორციელებულ გრძელვადიან ვიზიტებს.
პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქუჩებსა და მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყრება. სოფელში არ დგას სანაგვე ურნები და არც ნარჩენების შეგროვება და გატანა ხდება.