• weather cur horoscope

    მთავარი თემა - პანკისის სპეცოპერაცია და მაჩალიკაშვილის საქმე

    შაბათი, 13 იანვარი 2018 17:03 view 6590
    მთავარი თემა - პანკისის სპეცოპერაცია და მაჩალიკაშვილის საქმე

    12 იანვრის ჩანაწერი (2018 წელი) - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 26 დეკემბერს, შუაღამით პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი სპეცრაზმმა საკუთარ საძინებელ ოთახში, დაკავებისას თავში სასიკვდილოდ დაჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს რეანიმაციაში გარდაიცვალა.

    უსაფრთხოების სამსახური მასაც ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრთა დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ხეობის მოსახლეობა სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.

    ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 9 იანვარს, ახმეტაში კიდევ ერთი პირი, პანკისის მკვიდრი ზურაბ იდოიძე დააკავეს. ხუთივე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

    გადაცემაში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციაზე, შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და ხეობაში არსებულ სიტუაციაზე ვსაუბრობთ.

    სტუდიაში გადაცემის სტუმრები არიან:

    სულხან სალაძე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;

    გიორგი გობრონიძე - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;

    სიახლეები

    იმამის მოწოდება ნარკოტიკებზე - ყველა წინ უნდა აღუდგეს ამ სენს

    „ეს მართლაც მტკივნეული პრობლემაა პანკისის ხეობაში. ვგულისხმობ ახალგაზრდობის ბევრი ნაწილის…

    მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი ჯოყოლოში და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხეობაში

    სოფელ ჯოყოლოში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა და პანკისის ხეობის სოფლებიდან…

    სისხლის აღება და პატიება ქისტური სამართლის მიხედვით

    ქისტური სამართლის მიხედვით ადამიანის მკვლელობა მძიმე დანაშაულია. „მეერის“, შურისძიების ობიექტის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]