• რა არის საკუთრების უფლება და რა გარანტიებს ადგენს კონსტიტუცია მისი დაცვის მიზნით?

    სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 10:42 view 9749
    რა არის საკუთრების უფლება და რა გარანტიებს ადგენს კონსტიტუცია მისი დაცვის მიზნით?

    6 დეკემბრის ჩანაწერი (2016 წ) – თანამედროვე მსოფლიოში საკუთრების უფლება საყოველთაოდ აღიარებულია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებად. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულია, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამასთან, იმავე მუხლის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

    ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულია მხოლოდ კანონიერი გზით მოპოვებული საკუთრება. 2005 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ თავის გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ უკანონოდ შეძენილი საკუთრება ვერ ჩაითვლება კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სიკეთედ. ამასთან, ამ მუხლით განსაზღვრული გარანტიები ასევე ვრცელდება კერძო სამართლებრივ პირთა შორის ურთიერთობებზეც.

    რა არის საკუთრების უფლება და რა გარანტიებს ადგენს კონსტიტუცია მისი დაცვის მიზნით? რა შემთხვევებშია შესაძლებელი საკუთრების უფლების შეზღუდვა? რას გულისხმობს საკუთრების ჩამორთმევა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის? როგორია საკუთრების ჩამორთმევის წესი და რა უფლებები აქვს მოქალაქეს თავისი უფლებების დასაცავად?

    გადაცემის სტუმარია:

    გელა შაშიაშვილი - იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]