• ჩემი უფლებები - როგორ ისჯება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა

    სამშაბათი, 31 ოქტომბერი 2017 17:45 view 5136
    ჩემი უფლებები - როგორ ისჯება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა

    31 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) - პოლიცია სამართალდამცავი დაწესებულებაა, რომლის უმთავრესი ფუნქციაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაა. პოლიცია ვალდებულია განახორციელოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე სამართალდარღვევებზე რეაგირება. იმავდროულად, პოლიციამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიცვას კანონიერების, თანაზომიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპები.  

    უნდა გვახსოვდეს - პოლიციასთან ურთიერთობა შესაძლოა მოუხდეს ნებისმიერ მოქალაქეს, ამიტომ საკუთარი უფლებების ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანია.   

    დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე: როგორი ფორმით შეიძლება მოგვიხდეს პოლიციასთან ურთიერთობა; რას ნიშნავს სპეციალური საპოლიციო კონტროლი; რა სახის მოთხოვნებს შეიძლება ველოდოთ პოლიციისგან და რას უნდა დავემორჩილოთ; როგორ ისჯება პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა; სად შეიძლება გავასაჩივროთ პოლიციის ქმედებები. 

    გადაცემას უძღვება გელა შაშიაშვილი – იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.  

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]