• ჩემი უფლებები - ქალის შრომითი უფლებები

    სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017 23:02 view 7334
    ჩემი უფლებები - ქალის შრომითი უფლებები

    19 დეკემბრის ჩანაწერი (2017 წელი) - საქართველოს შრომის კოდექსი ადგენს სპეციალურ რეგულაციებს ქალთა უფლებების დასაცავად. ზოგადი ანუ საერთო უფლებების გარდა, რომელიც ნებისმიერ დასაქმებულს გააჩნია, ამ კოდექსით ქალების მიმართ დამატებითი დამცავი ნორმებია დაწესებული.

    შრომის კოდექსი დამსაქმებელს აკისრებს ვალდებულებას, რომ მან უზრუნველყოს ორსული ქალის დაცვა ისეთი შრომისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან ნაყოფის კეთილდღეობას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

    აკრძალულია ორსულ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.

    აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.

    აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის დასაქმება – მისი თანხმობის გარეშე.

    დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.

    აკრძალულია დასაქმებული ქალის სამსახურიდან გათავისუფლება თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან შესაბამისი შვებულების მთელი პერიოდის განმავლობაში. გამონაკლისები დაიშვება მაშინ, თუკი გათავისუფლება ხდება ისეთი საფუძვლით, როგორიცაა: შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება; პირადი განცხადებით სამსახურიდან წასვლა; მხარეთა წერილობითი შეთანხმება; სასამართლოს განაჩენის ან გადაწყვეტილების ძალაში შესვლა, რომელიც შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას გამორიცხავს.

    საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო.

    მოხელეს უფლება აქვს 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდისათვის, აგრეთვე ორსულობის პერიოდში ისარგებლოს ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლებით.

    რას ნიშნავს შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო? რას გულისხმობს შვებულება ბავშვის მოვლის გამო, ვის შეიძლება მიეცეს იგი და რამდენი ხნით? რას ითვალისწინებს კანონმდებლობა შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის შემთხვევაში?

    გადაცემას უძღვება გელა შაშიაშვილი – იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]