• ჩემი უფლებები - მშობლის უფლების შეზღუდვა და ჩამორთმევა

    სამშაბათი, 09 იანვარი 2018 15:18 view 13852
    ჩემი უფლებები - მშობლის უფლების შეზღუდვა და ჩამორთმევა

    9 იანვრის ჩანაწერი (2018 წელი) - სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში.

    მშობლებს ერთსა იმავე დროს აქვთ უფლებამოსილება და ვალდებულება იმისა, რომ აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

    დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის მიერ ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც მის ფიზიკურ ანდა ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს.

    მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მათ უფლება აქვთ ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. მათვე ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

    მშობლები არიან არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

    არასრულწლოვანს აქვს მშობელთა ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთა მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის უფლება. არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისას, მათ შორის, ორივე ან ერთ-ერთი მშობლის მიერ ბავშვის აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობისას ან არასათანადოდ შესრულებისას, ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებისას, არასრულწლოვანს უფლება აქვს დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, 14 წლის ასაკიდან კი – სასამართლოს.

    როდის შეიძლება შეიზღუდოს მშობლის უფლებები და მოვალეობები სასამართლოს გადაწყვეტილებით? რა სამართლებრივი შედეგები მოსდევს მშობლის უფლების ჩამორთმევას?

    გადაცემას უძღვება გელა შაშიაშვილი – იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]