• ჩემი უფლებები - მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობები

    სამშაბათი, 16 იანვარი 2018 21:00 view 4785
    ჩემი უფლებები - მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობები

    16 იანვრის ჩანაწერი (2018 წელი) - შვილების რჩენა და მათზე ზრუნვა მშობლების უპირველესი მორალური და სამართლებრივი მოვალეობაა. მშობლები ვალდებულნი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები (18 წლამდე), ასევე შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ეს მოვალეობა თანაბრად აკისრია როგორც დედას, ისე მამას.

    კანონი ითვალისწინებს არა მარტო მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობას, არამედ იგი, ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, სრულწლოვან შვილებს ავალდებულებს არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

    თუ მშობლები და შვილები ნებაყოფლობით არ ასრულებენ ურთიერთრჩენის მოვალეობას, კანონი ითვალისწინებს მათ იძულებას სასამართლოს წესით.

    შეიძლება თუ არა შვილებს სასამართლოს გადაწყვეტილებით მორიგეობით დაევალოთ მშობლების რჩენის მოვალეობა განსაზღვრული დროის განმავლობაში? შეუძლია თუ არა ალიმენტის ნებაყოფლობით მიმღებს მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების თაობაზე?

    გადაცემას უძღვება გელა შაშიაშვილი – იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]