• საინფორმაციო გამოშვება – 09.12.2020

    პარასკევი, 11 დეკემბერი 2020 10:19 view 795
    საინფორმაციო გამოშვება – 09.12.2020

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • პანკისის ხეობის სოფელ დუისში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, კორონავირუსის პრევენციისთვის ანტიგენზე დამყარებული ტესტირება დაიწყო;
    • ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4734 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3895 და გარდაიცვალა 38 ადამიანი;
    • ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა;
    • აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 80-მდე ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა;
    • სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 901 ფაქტი გამოვლინდა;
    • ბათუმის მერია COVID-19-ით გამოწვეული გარემოებების გამო მოსახლეობისთვის, ასევე, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის შეღავათებს აწესებს;
    • არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის პირველი სხდომა რა შემადგენლობით გაიმართება დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებაზე;
    • ირაკლი კობახიძე – ყველა დეპუტატს შეუწყდება უფლებამოსილება, რომელიც განცხადებით მოგვმართავს, მაგრამ დაფინანსებასა და სხვა პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან;
    • ხატია დეკანოიძე – საარჩევნო სისტემის ნამცეცები არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები;
    • გიორგი ვაშაძე – ვიდრე მოლაპარაკების რესურსი არსებობს, ვფიქრობ, რომ განცხადებასთან დაკავშირებით არ უნდა იჩქაროს ოპოზიციამ;
    • გიგა ბოკერია – „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საარჩევნო რეგისტრაციის შესაძლო გაუქმება „პუტინის რუსეთის მოდელია“;
    • ევროკავშირის ელჩი საქართველოში – ბოლო ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ;
    • სერგი კაპანაძე – დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ალეკო ელისაშვილს პარლამენტში უნდა შესვლა და ეძებს საბაბს;
    • ნინო ბურჯანაძე – იმედია, ბატონი ელისაშვილი გადაიფიქრებს და კარგად დაფიქრდება, რომ ამით ის, პირველ რიგში, საკუთარ თავს დააზარალებს და ძალიან გაუტეხავს გულს იმ ადამიანებს, ვინც მისი მომხრე იყო და ვისაც მის სჯეროდა;
    • სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის 300-ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო და ის 14 302 პირმა უკვე მიიღო;
    • კახა კალაძე – დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება, რაც მერიას იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ დედაქალაქში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს;
    • ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად ხორციელდება;
    • აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპის საკითხებში უეს მიტჩელმა – ვფიქრობ, ნაადრევია იმის თქმა, რომ საქართველო ნატოში ახლა უნდა გაწევრიანდეს;
    • თურქეთის პრეზიდენტი დღეს ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა;
    • ერევანში დღევანდელი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია დასრულდა;
    • გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლები იმ ადამიანებს, რომლებსაც ძლიერი ალერგიული რეაქციები ახასიათებთ, Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ ურჩევენ;
    • 10 დეკემბრის ამინდის პროგნოზი - პანკისის ხეობა +3, ახმეტა +3, გურჯაანი+4, თელავი +2, ლაგოდეხი+4, სიღნაღი +2;

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]