• რადიოკაფე - ეკოტურიზმის განვითარება და დაცული ტერიტორიები

    პარასკევი, 17 ივლისი 2020 10:03 view 8180
    რადიოკაფე - ეკოტურიზმის განვითარება და დაცული ტერიტორიები

    პანკისის ხეობის 15 სოფელში მოსახლეობის ბოლო, 2014 წლის აღწერით, 6 738 ადამიანი ცხოვრობს. ხეობის მოსახლეობის 60 %-ზე მეტი სოციალურად დაუცველი და საარსებო შემწეობის მიმღებია. ხეობა მცირემიწიანია, რის გამო არ არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, მდინარის ორივე ნაპირას სოფლებია და დანარჩენი ტყეს, დაცულ ტერიტორიებს უკავია. პანკისს ესაზღვრება ილტოს ხეობა, სადაც ასევე მძიმეა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ხეობის 7 სოფლიდან 2 უკვე ნასოფლარია, 5 სოფელში კი მხოლოდ 100-მდე ადამიანი ცხოვრობს. 

    სწორედ დაცული ტერიტორიებია მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რამაც პანკისის ხეობაში ხელი შეუწყო ტურიზმის განვითარებას. პანკისში ჩამოსული ქართველი და უცხოელი ვიზიტორების ყურადღებას ხადორის ჩანჩქერი, ქოჩადალას, ლამაზურის ხეობები და ნასოფლარი ტბათანა იქცევს. პანკისის ხეობაშია ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალი, სადაც უთხოვარის ტყის თითქმის 270 ჰა-იანი კორომებია შემორჩენილი. უთხოვრის ასეთი დიდი ზომის კორომებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, თუმცა ბაწარას ნაკრძალში შესვლა მხოლოდ საგანმანათლებლო, სამეცნიერო კვლევებისა და მონიტორინგის მიზნით არის ნებადართული. 

    გადაცემაზე მუშაობისას ჩვენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებიც მოვიძიეთ. საქართველოში დაცული ტერიტორიების მიმდებარედ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2018 წელს 6 435 774 ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედაბით 12%-ით მეტია. 2018 წლის განმავლობაში 2017 წლის მონაცემებთან შედარებით დაცული ტერიტორიების მიმდებარედ საოჯახო სასტუმროების რაოდენობა გაზრდილია 37%-ით, მაღაზიების რაოდენობა 20%-ით, კვების ობიექტების რაოდენობა 16%-ით.

    როგორ შეიძლება პანკისისა და ილტოს ხეობებში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა დაცული ტერიტორიების გამოყენებით; როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ადგილობრივი თემი უფრო მეტად იყოს ჩართული დაცული ტერიტორიების მართვაში? დღეისათვის - საქართველოში სხვადასხვა კატეგორიის 87 დაცული ტერიტორიაა, საიდანაც 86-ს მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო. მხოლოდ თუშეთის დაცულ ლანდშაფტს მართავს ახმეტის მერია ააიპ „თუშეთის დაცული ლანდშაფტის მეშვეობით“. ადგილობრივი თემი არცერთი დაცული ტერიტორიის მართვაში არ არის ჩართული. როგორია ამ მხრივ ევროპული პრაქტიკა და რისი გაზიარება შეგვიძლია. 

     

    გადაცემის სტუმრები არიან:

    ლეილა აჭიშვილი - პანკისის სოფელ ჯოყოლოში მდებრე საოჯახო სასტუმროს მეპატრონე;

    იზა ბექაური - ილტოს ხეობის სოფელ საბუეში მდებარე საოჯახო სასტუმროს მეპატრონე;

    ირაკლი მაჭარაშვილი - ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი;

    ნატალია ბახტაძე - საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის კონსულტანტი;

    ნატო სულთანიშვილი - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი;

    გადაცემის წამყვანია ლუიზა მუთოშვილი - სამოქალაქო აქტივისტი, პედაგოგი, პანკისის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე;

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]