• არ შეიძლება თუშეთი ერთი ჩიხური გზით იყოს მიბმული ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან - აბულაძე

    ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 12:53 view 4074
    არ შეიძლება თუშეთი ერთი ჩიხური გზით იყოს მიბმული ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან - აბულაძე

    „რაც შეეხება თუშეთთან დამაკავშირებელ ახალ გზას, არ შეიძლება ასეთი სტრატეგიული რეგიონი ერთი ჩიხური გზით იყოს მიბმული ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან. უნდა არსებობდეს მეორე, ალტერნატიული გზაც. სტრატეგიული თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დიდ სტიმულს მისცემს „დეპრესიული სოფლების“ გამოცოცხლებას თუშეთში და ხელს შეუწყობს პანკისის ხეობასაც“, - აცხადებს თუშეთის გენერალური განვითარების გეგმის პროექტის ხელმძღვანელი, არქიტექტორი გია აბულაძე „მთის ამბებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

    გია აბულაძის თქმით, თუშეთის გენგეგმა ითვალისწინებს პანკისი-თუშეთის საავტომობილო გზის მშენებლობას, რომლითაც შეიკვრება წრე ახმეტა - ფშაველი - აბანოს უღელტეხილი - ომალო - კოკლათა - ბირკიანი - ახმეტა.

    „ეს 20-ზე მეტ სოფელს მნიშვნელოვნად შეუმცირებს მანძილს ახმეტამდე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ამ რეგიონის განვითარებისთვის.

    „ამ ღონისძიებებით ჩვენ თავიდან ძალიან შევამცირებთ და მერე სულ მოვსპობთ სეზონურობას, რაც ხელს უშლის როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ტურისტული ბიზნესის მდგრად განვითარებას თუშეთში. ნახევარი წელი ზემოთ, ნახევარი წელი ქვემოთ, აბარგება-ჩამობარგების პროცესი საკმაოდ რთულია, დამქანცველია და განვითარების ხელშემწყობი ვერ იქნება ვერცერთ ვარიანტში“, - აღნიშნავს გია აბულაძე.

    რამდენიმე დღის წინ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ „მთის ამბებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პანკისი-თუშეთის მიმართულებაზე ვერ მოხერხდა შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების მიღება, რთული რელიეფიდან გამომდინარე და გეოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რის გამოც პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის პროექტი ჩავარდა.

    პანკისის უხუცესთა კავშირის წევრის, ისტორიკოს ზაურ გუმაშვილის თქმით, პანკისი-თუშეთის გზაზე უარის თქმა უდიდესი დარტყმაა პანკისის მოსახლეობისთვის.

    „ჩვენ მას პანკისის სიცოცხლის გზა დავარქვით, რადგანაც ეს იქნებოდა პანკისისთვის ახალი სიცოცხლის გახსნა. ჩიხურ მდგომარეობაში მყოფი ხეობისთვის, რომელზეც უკანასკნელ პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ უამრავი პრობლემაა. ამ პროექტის ჩავარდნა არის უდიდესი დარტყმა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის, რადგანაც განვითარების, პროგრესის ყველანაირი პერსპექტივა შეჩერებულ იქნა. პროექტის ჩავარდნის მესვეურებს მინდა ვუთხრა, რომ მათ ფაქტობრივად გაწირეს ქისტი მოსახლეობა“, - განაცხადა ზაურ გუმაშვილმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს ეთერში, გადაცემაში „მე და სახელმწიფო“.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]