• ×

    შეტყობინება

    Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

    პანკისში ნარკოტიკების დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

    შაბათი, 25 იანვარი 2020 11:53 view 3457
    პანკისში ნარკოტიკების დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

    სათემო რადიოს მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, რომელიც პანკისის ხეობაში ნარკოტიკების დამზადებასა და გავრცელებას ეხება, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

    18 იანვარს პანკისის სათემო რადიომ გამოაქვეყნა მასალები, რომლის მიხედვითაც პანკისის ხეობაში გაზრდილია არასრულწლოვნების მიერ მარიხუანისა და კანაფის მოხმარება, მათ შორის საჯარო ადგილებში, სკვერებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე. რეპორტაჟში ნაჩვენები იყო ადგილები, სადაც კუსტარულად ხდება ე.წ. „კრაკადილის“ და „ვინტის“ დამზადება, რომელსაც ახალგაზრდები იქვე მოიხმარენ. „კრაკადილის“ გამოყენებას კატასტროფული შედეგი აქვს. ნანემსრის ადგილას წარმოიქმნება ადგილობრივი ქსოვილის ნეკროზი, ჩნდება ჩირქოვანი ქერქით დაფარული წყლულები, ინფექცია ხშირად ძვლამდე ვრცელდება და ადამიანი ლპობას იწყებს.

    ვიდეორეპორტაჟში რესპონდენტები აცხადებდნენ, რომ ადგილობრივმა პოლიციამ ამის შესახებ იცოდა, თუმცა არაფერს აკათებდნენ.

    ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა, რომ რეაგირებისთვის მან თავად მიმართა როგორც დუისის განყოფილებას, ასევე ახმეტის პოლიციის სამმართველოს.

    უხუცესთა კავშირის წევრის ხასო ხანგოშვილის განცხადებით, რადგან პოლიცია ნარკოტიკების გავრცელების აღსაკვეთად არაფერს აკეთებს, ისინი მოხალისეთა რაზმების შექმნას აპირებენ იმ პირთა გამოსავლენად და შესარცხვენად, ვინც ამ საქმიანობას ეწევა.

    ნარკოტიკების მოხმარებისა და გავრცელების აღკვეთისკენ მოუწოდა ადგილობრივებს პანკისის სალაფიტური თემის იმამმა ზურაბ ქავთარაშვილმა. მისი თქმით, „ამ სენს ყველა წინ უნდა აღუდგეს“.

    ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები პანკისში ნარკოტიკების გავრცელებას ხეობაში დაგროვილი პრობლემებით ხსნიან. მათი თქმით, ახალგაზრდების არასწორ გზაზე დადგომას ხელს ისიც უწყობს, რომე ხეობაში არ არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდები სოფელ ჯოყოლოში, რომელიც ხეობის გეოგრაფიული ცენტრია, მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობას ითხოვენ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    მთის ამბები

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]