• weather cur horoscope

    პანკისის მოსახლეობამ ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით საკრებულოს პეტიციით მიმართა

    ორშაბათი, 25 მაისი 2020 21:06 view 1350
    ფოტოზე - თამარ გოზალიშვილი, ლუიზა მუთოშვილი ფოტოზე - თამარ გოზალიშვილი, ლუიზა მუთოშვილი

    პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობამ, მუნიციპალური, იაფი ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით, ახმეტის საკრებულოში პეტიცია წარადგინა. პეტიციას ხელს 358 ამომრჩეველი აწერს.

    მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, პანკისის ხეობაში 6 738 ადამიანი ცხოვრობს. ხეობის მოსახლეობის 60 %-ზე მეტი სოციალურად დაუცველი და საარსებო შემწეობის მიმღებია. ხეობაში 10 სკოლაა, სადაც 1210 მოსწავლე სწავლობს.

    გასული წლის ნოემბერში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, პანკისის ხეობის სოფლებში ჩატარებული კვლევის შედეგად, მოსახლეობამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მუნიციპალური ტრანსპორტის არქონა დაასახელა. კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა ჩაატარა.

    ხეობის სოფლებიდან რაიონულ ცენტრამდე და პირიქით, მგზავრთა გადაყვანა ე.წ. კერძო „მარშუტკებით“ ხდება, რომელთა განრიგიც მოუხერხებელი და ცვალებადია. ხშირად კერძო გადამყვანების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. დიდი სოფლიდან (დუისი) მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობას განსაკუთრებით უჭირს ადგილობრივი მუნიციპალური სერვისებით სარგებლობა, საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა. შეზღუდული აქვთ ან საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი სამედიცინო სერვისებზე, საყოფაცხოვრებო მომსახურებაზე, პროფესიულ განათლებაზე.

    მუნიციპალური ტრანსპორტის უქონლობა პანკისის სოფლებში მასობრივი უმუშევრობის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი მიზეზია, დასაქმების მსურველი პირები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. თვითონ ხეობაში კი საწარმოები არ ფუნქციონირებს.

    პეტიციაზე ხელმომწერ პირებს მიაჩნიათ, რომ მუნიციპალური, იაფი ტრანსპორტის დანიშვნა პანკისის ხეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხია. ადგილობრივები მუნიციპალურ ტრანსპორტში გულისხმობენ ნაწილობრივ თანადაფინანსებაზე მყოფი სატრანსპორტო სისტემის არსებობას, რომელიც ეფექტურად დააკავშირებს ხეობის დასახლებულ პუნქტებს ერთმანეთთან და რაიონულ ცენტრთან, იმოძრავებს მკაცრი განრიგის მიხედვით და მათ შორის, საღამოს საათებში.

    საკრებულოში პეტიცია პანკისის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებლებმა ლუიზა მუთოშვილმა და თამარ გოზალიშვილმა წარადგინეს. საკრებულომ პეტიცია უკვე დაარეგისტრირა, მაქსიმუმ 2 თვეში უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

     

    უფრო მეტი ნახეთ აქ:

    როგორ გავბევრდეთ

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    სოფელ მატანთან პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო

    მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების…

    პანკისის უხუცესთა კავშირი ძალადობას გმობს და სათემო რადიოს მხარდაჭერას უცხადებს

    პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით…

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, პანკისის რადიოს მიმართ მუქარა გამოიძიოს

    საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]