როგორ ჩაერთვნენ პანკისელი ქალები ტურისტულ ბიზნესში? რა მოთხოვნები და რეკომენდაციები აქვთ მათ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან? რა მოლოდინები აქვთ მათ პანკისის ხეობის გავლით თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის შესაძლო მშენებლობიდან? რას ურჩევენ ისინი სხვა ქალებს?
2015 წლის 22 ივლისს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით შემოღებულ იქნა ახალი რეგულაციები ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიმართულებით. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვან სიახლეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს.
საოჯახო სასტუმროები, ქისტური სამზარეულო, სწრაფი კვება, ჩაის სახლი, ველოტურები, თექის სახელოსნო, თხის ყველის წარმოება, ავტოსერვისი, სარემონტო კომპანია – „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის მეორე რაუნდის ფარგლებში პანკისის ხეობაში 22 ბიზნესიდეა დაფინანსდა. აქედან 18 პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრის დახმარებით არის მომზადებული.
საოჯახო სასტუმრო და ვაინახური სამზარეულო, ველოტურები, თექის სახელოსნო, სამკერვალო სალონი – ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებაც პანკისელ ქალებს სურთ. მცირე გრანტების მოპოვებას ისინი მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამიდან ცდილობენ. პროგრამა საქართველოს რეგიონებში ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია. ამ თანხის 1 %–იც კი (200 000) პანკისის ხეობაში რომ დაიხარჯოს, შესაძლებელი გახდებოდა პირველივე ეტაპზე 20–25 პროექტის განხორციელება.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფელ დუისში პანკისის ხეობაში მცხოვრებ ფერმერებს, ქალთა სათემო ორგანიზაციის წევრებსა და ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის ხელშეწყობისთვის ახორციელებს. პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა განსაკუთრებული ინტერესი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასთან დაკავშირებით გამოხატეს.