• დაფუძნდა პანკისის სათემო ორგანიზაცია

    ორშაბათი, 25 მაისი 2020 20:09 view 4139
    პანკისის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებლები პანკისის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებლები

    პანკისის ხეობის ქისტურ და ქართულ სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა პანკისის სათემო ორგანიზაცია დააფუძნეს. ორგანიზაციის თავმჯდომარედ დამფუძნებლებმა ლუიზა მუთოშვილი აირჩიეს, თავმჯდომარის მოადგილედ კი თამარ გოზალიშვილი.

    ბოლო 20 წლის განმავლობაში, პანკისის კრიზისის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქისტები და ქართველები საერთო პრობლემების გადაწყვეტაზე ერთობლივად იმუშავებენ.

    „მართალია, ძალიან დიდი ხანია, რაც ქისტები და ფშავლები გვერდიგვერდ ვცხოვრობთ, მაგრამ, აქამდე არ გვქონია ისეთი ურთიერთობები, რომ ერთად გვემსჯელა, ერთად გაგვეკეთებინა, ერთად შევჭიდებოდით საერთო პრობლემების გადაწყვეტას. პანკისის სათემო ორგანიზაციაში, ერთობლივი აქტივობებით, პირველ რიგში აღვადგენთ ხიდს ფშავლებსა და ქისტებს შორის, ერთმანეთის მიმართ არსებულ არასასიამოვნო დამოკიდებულებასაც შევცვლით“, - ამბობს სულხან ბორძიკაშვილი, პანკისის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი.

    „ერთ პატარა, ჩაკეტილ ხეობაში ვცხოვრობთ და თითქმის არ გვაქვს ურთიერთობები. მინდა, რომ ეს აღდგეს და ერთად ვიზრუნოთ პრობლემების მოსაგვარებლად. სათემო ორგანიზაციიდან ველით, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყობთ ხელს სოფელში დარჩნენ, აქტიურები იყვნენ და ეკონომიკურადაც გაძლიერდნენ“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს თამარ გოზალიშვილმა.

    უფრო მეტი ნახეთ აქ: როგორ გავბევრდეთ

    პანკისის სათემო ორგანიზაციის მიზნებია ხეობის განვითარების, სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობის, გარემოს დაცვის, ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა; ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა;  ახალგაზრდა ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება და სხვა.

    პანკისის სათემო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მხარდაჭერით დაფუძნდა. გაწევრიანება შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც სათემო ორგანიზაციის მიზნებს იზიარებენ. გასაწევრიანებლად უნდა შეავსოთ ანკეტა და გაგზავნოთ ან მიწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

    პანკისის სათემო ორგანიზაცია მალე მთის სათემო ორგანიზაციების ქსელის წევრი გახდება.

     

    პანკისის მოსახლეობამ ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით საკრებულოს პეტიციით მიმართა

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]