• weather cur horoscope
    საზოგადოება

    „გზა არ ვარგა. აი, როგორ ტალახში ვდგავართ, უჩექმოდ გარეთ ვერ გამოვდივართ. ტრანსპორტი არა გვყავს, რომ კვირაობით მაინც საქმეზე (ბაზარში) წაგვიყვანოს და მოგვიყვანოს. ბევრი რამე გვიჭირს, ცოტა კი არა“.

    „ზაქათი“ - ასე ჰქვია სასურსათო პაკეტების დარიგების პროგრამას პანკისის ხეობაში, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ 85 ოჯახს უკვე დაეხმარნენ. საქველმოქმედო აქციას პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაცია (PVTDA) ახალი ზელანდიელი მეგობრების, მაიკ რომანსის და რეი კუკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში, ზუსტად იმ ადგილას, სადაც 2019 წლის 21 აპრილს, პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა, 200 თანამშრომელზე გათვლილ პოლიციის ახალ შენობას აშენებს. მშენებარე ობიექტი ახმეტის რაიონული სამმართველოს შენობაზე ორჯერ დიდია.

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „იმედის სიუჟეტი, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს ეხება, მანიპულაციურია. ქარტიის საბჭოს დასკვნით, სადავო სიუჟეტში მოცემული ბევრი ინფორმაცია არასწორია, ზოგიერთ შემთხვევაში კი მაყურებლისთვის არასრული ინფორმაციის მიწოდება მოხდა. ამით კი ავტორი შეეცადა გაემყარებინა სახელმწიფო ბრალდების მტკიცება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორისტებთან ჰქონდა კავშირი.

    სათემო რადიოს მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, რომელიც პანკისის ხეობაში ნარკოტიკების დამზადებასა და გავრცელებას ეხება, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

    „ეს მართლაც მტკივნეული პრობლემაა პანკისის ხეობაში. ვგულისხმობ ახალგაზრდობის ბევრი ნაწილის მიერ ნარკოტიკების მოხმარებას. ეს როგორც რელიგიის, ასევე ჯანმრთელობის მხრივ საზიანოა. ყველა, ვინმეს თუ საშუალება გააჩნია, წინ უნდა აღუდგეს ამ სენს რაც ახალგაზრდებშია“, - აცხადებს პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამი ზურაბ ქავთარაშვილი პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში. 

    სიახლეები

    საკრებულომ პირობა დადო, რომ პანკისის მოსახლეობის პეტიციაზე სამუშაო ჯგუფს შექმნის

    ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამარ ყეინიშვილმა და საკრებულოს წევრებმა დღევანდელ…

    პანკისის სათემო ორგანიზაციის განცხადება

    1-ელ ივლისს, 13:00 საათზე, პანკისის სათემო ორგანიზაცია რადიო WAY-ის ოფისში…

    პანკისის მოსახლეობამ ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით საკრებულოს პეტიციით მიმართა

    პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობამ, მუნიციპალური, იაფი ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით,…
  • პოპულარული

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]