• weather cur horoscope
    საზოგადოება

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის, ნატა მახვილაძის და „პრაიმტაიმის“ რედაქტორის, მირიან ბოქოლიშვილის წინააღმდეგ.

    პანკისის ხეობის სოფელ ხადორში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით „ხადორობა 2019“ აღინიშნა. ღონისძიებაზე ეთნიკური ქისტები არ მიუწვევიათ, მერის წარმომადგენლებისა და რამდენიმე პარტიული აქტივისტის გარდა.

    „პანკისის სახალხო კრება“ განცხადებას ავრცელებს სათემო რადიოს ეთერში, გადაცემაში „მე და სახელმწიფო“ ერთ-ერთი რესპონდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც „სახალხო კრების“ მიზანი იყო პანკისის გაერთიანება შარიათის გარშემო“.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოში ახალგაზრდების ჯგუფმა პოლონელი ტურისტები აიძულა, შორტები გაეხადათ და შარვლები ჩაეცვათ. ერთ-ერთი პოლონელი ტურისტი ყვება, რომ უცნობი ახალგაზრდები მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში შორტებით სიარულს გააგრძელებდა. 

    „ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფში ვართ ბევრნი და არ იფიქროთ, რომ ყველა ერთხმად ვეთანხმებით ხოლმე საკითხებს. გვაქვს განსხვავებული აზრი, მათ შორის მეც, ძალიან ბევრ საკითხზე. ალტერნატიულ კრებაზეც მქონდა განსხვავებული აზრი და ვამბობდი, რომ ალტერნატიული კრების მიზანი და იდეა იყო, ხეობის მოსახლეობის გაერთიანება შარიათის კანონის გარშემო. ამას არ ვიზიარებდი და ამას ვამბობდი“, - აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა ლუიზა მუთოშვილმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს გადაცემაში „მე და სახელმწიფო“.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრის შენობის შესასვლელში მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი ე.წ. ბარგალკით გაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოროტმოქმედებმა ბანკომატი ღამით დააზიანეს, თუმცა თანხა წაღებული არ არის.

    სიახლეები

    ახალი ზელანდიელი მეგობრები პანკისში სოციალურად დაუცველ 85 ოჯახს დაეხმარნენ

    „ზაქათი“ - ასე ჰქვია სასურსათო პაკეტების დარიგების პროგრამას პანკისის ხეობაში,…

    მორის მაჩალიკაშვილი დამნაშავედ ცნეს და პატიმრობიდან გაათავისუფლეს

    თბილისის საქალაქო სასამართლომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა.…

    შსს პანკისში 200 თანამშრომელზე გათვლილ პოლიციის ახალ შენობას აშენებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში, ზუსტად…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]